ფაქტები და ღონისძიებები

1 .პროექტის სახელწოდება:  “”მიგრაცია”


2 პროექტის  თემა:”რა საფრთხეები ახლავს  მიგრაციას საქართველოში?    ”


3. პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით: გამოიკვლევენ რატომ იქცა საქართველო ემიგრაციის ქვეყნად და ამ პროცესის შედეგად საქართველოში წარმოქმნილ დემოგრაფიულ პრობლემებს.
4. პროექტის აქტუალობა:მიგრაციები გამოწვეულია მთელი რიგი პოლიტიკური დასოციალურ-ეკონომიური პრობლემებით, ქვეყანაში უარესდება დემოგრაფიული ვითარება.
5. პროექტის მიზნები:მოსწავლეები  შეძლებენ დაახასიათონ მიგრაციის პროცესი,დააკავშირებენ მას ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან,გაანალიზებენ
საქართველოში მიგრაციის პროცესებს და გამოთქვამენ ვარაუდებს მომავალთან დაკავშირებით. მოსწავლეები გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოპოვების ,ანალიზის,
სინთეზირების, ახალი იდეების განვითარების,პრობლემის გადაჭრის სხვებისათვის გაზიარების უნარ-ჩვევებშს.
6.  მონაწილეთა ასაკი:IXკლასის მოსწავლეები
7. ვადები/ხანგრძლივობა:.ექვსი კვირა
8. მოსალოდნელი შედეგები/,პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:სოციოლოგიური კვლევის ანკეტა ბუკლეტი, საპრეზენტაციო სლაიდები, მიგრაციული ნაკადების რუკა,რომლებიც სასწავლო რესურსად გამოადგება დაინტერესებულ პირებს.
9. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაფა, ცარცი, კომპიუტერი, ვორდის ფაილები,სლაიდები,ვ. ჯაოშვილი “საქართველოს სოციალურ-ეკონომიური გეოგრაფია”,
10. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
----გონებრივი იერიშის დახმარებით ვაკონკრეტებ პროექტის თემას.
-----წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით შევავსებინებ ვმვ ცხრილის  პირველ და მეორე ნაწილს.
-----კლასს დავყობ ოთხ ჯგუფად
-----ა) პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში მიგრაციული ნაკადების მიმართულებების შესახებ,შექმნიან მიგრაციული ნაკადების მიმართულებების რუკას.
-----ბ)მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ემიგრანტთა განაწილებაზე ემიგრაციის მიზეზების მიხედვით,ააგებს შესაბამის წრიულ დიაგრამას.
-----გ)მესამე ჯგუფი  მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს რა ფაქტორები უწყობს ხელს საქართველოში მიგრაციული პროცესების გააქტიურებას,მოგვაწვდის პრობლემის გადაჭრის არსებულ და საკუთარ ვერსიებს.
------დ) მეოთხე ჯგუფი  შეიმუშავებს სოციოლოგიური კვლევის ანკეტას ჩაატარებს გამოკითხვას ხელმისაწვდომ გარემოში და დაადგენს მიგრაციული პროცესების მიმდინარეობას მათ ირგვლივ.
----მოსწავლეებთან ერთად შევქმნით შეფასების რუბრიკას
-----მოსწავლეებს ვთხოვ შექმნან ჩანიშვნების ჟურნალი შუალედური შეხვედრებისათვის
-----პრეზენტაცია
----ვმვ მესამე ნაწილის შევსება
-----შეჯამება/შეფასება მოხდება ადრსებული დიაგრამის მიხედვით
11/საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორიასთან-პარალელებს გაავლებენ ისტორიულ წარსულში და ახლა მიმდინარე მიგრაციულ პროცესებს შორის
მათემატიკა დაეხმარება მათ გრაფიკებისა და ცხრილების შედგენაში.
12.პროექტის ხელმძღვანელი: ლ. ბაციკაძე
13ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: leilabacikaze@gmail.com
14. პროექტის ვებ/გვერდი/ბლოგი: leilabacikaze.blogspot.com

No comments:

Post a Comment